ახალი ამბები

რუსეთი მებძროლებს სირიიდან ქირაობს – WSJ

7 მარტი, 2022 • 1163
რუსეთი მებძროლებს სირიიდან ქირაობს – WSJ

რუსეთის ხელისუფლება უკრაინის ომში მონაწილეობის მისაღებად სირიის მცხოვრებლებს ქირაობს. Meduza-ს ცნობით, ამის შესახებ ოთხმა ანონიმურმა ოფიციალურმა პირმა The Wall Street Journal-ს განუცხადა.

რუსეთი კიევის ასაღებად ისეთ მებრძოლებს ეძებს, რომლებსაც ქუჩის ბრძოლებში აქვთ გამოცდილება.

The Wall Street Journal-ისთვის უცნობია, თუ რამდენი სირიელი აიყვანეს, თუმცა, ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, რამდენიმე მათგანი უკვე რუსეთშია და უკრაინაში გასამგზავრებლად ემზადება.

Meduza-ს ინფორმაციით, ერთი კვირის წინ სირიულმა გამოცემმ,ა Deirezzor24-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ რუსეთი სირიაში ეძებდა დაქირავებულ მებრძოლებს. ასევე ეძებდა ადამაინებს, ვინც შენობებს დაიცავდა და 6-თვიან კონტრაქტსა და თვეში 200-300 დოლარს სთავაზობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი