ახალი ამბები

თევზჭერის საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთთან და ბელარუსთან კავშირი გაწყვიტა

7 მარტი, 2022 •
თევზჭერის საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთთან და ბელარუსთან კავშირი გაწყვიტა

სპორტული თევზჭერის საერთაშორისო ფედერაციამ (Cips/Fips) რუსეთთან და ბელარუსთან ურთიერთობა გაწყვიტა.

ფედერაციამ რუსეთისა და ბელარუსის წარმომადგენლებს, – ცალკეულ სპორტსმენებს, ეროვნულ ნაკრებებსა და კლუბებს, – საერთაშორისო ჩემპიონატებში მონაწილეობა აუკრძალა.

ამ გადაწყვეტილებით თევზჭერის საერთაშორისო ფედერაცია შეუერთდა ათობით საერთაშორისო სპორტულ ორგანიზაციას, რომელთაც, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეჭრის ფონზე, რუსეთთან და ბელარუსთან კავშირი გაწყვიტა.

მასალების გადაბეჭდვის წესი