ახალი ამბები

ვმუშაობთ წამლის ხარისხის ლაბორატორიის შექმნაზე – ღარიბაშვილი

7 მარტი, 2022 • 856
ვმუშაობთ წამლის ხარისხის ლაბორატორიის შექმნაზე – ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ცნობით, საქართველოს მთავრობა წამლის ხარისხის ლაბორატორიის შექმნაზე მუშაობს.

„ახლა [ჯანდაცვის] მინისტრი [ზურაბ] აზარაშვილი აქტიურად მუშაობს, რათა ქვეყანაში შეიქმნის წამლის ხარისხის ლაბორატორია, რათა ყველა წამალი, – ადგილზე შექმნილი თუ იმპორტირებული, – იყოს მხოლოდ მაღალი ხარისხის“, – განაცხადა პრემიერმა 7 მარტს მთავრობის სხდომაზე.

მედიკამენტებით უზრუნველყოფისა და ფალსიფიკაციის რისკების შემცირების მიზნით წამლის ხარისხის ეროვნული ლაბორატორიის შექმნა გასული წლის დეკემბრის ბოლოს დააანონსა ჯანდაცვის წინა მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი