ახალი ამბები

რუსეთიდან Netflix-იც გადის

7 მარტი, 2022 • 874
რუსეთიდან Netflix-იც გადის

BBC-ის ინფორმაციით, საერთაშორისო კომპანიები რუსული ბაზრის დატოვებას განაგრძობენ. ერთ-ერთი ბოლო კომპანია, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთში მათი სერვისი ხელმისაწვდომი აღარ იქნება, ფილმებისა და სერიალების პლატფორმა Netflix-ია.

„მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, გადაცწყვიტეთ ჩვენი სერვისი შევაჩეროთ რუსეთის ტერიტორიაზე“, – ამბობს კომპანიის სპიკერი.

მე-11 დღეა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთმა დაბომბა ქალაქებიც, დაღუპულია ასობით მშვიდობიანი მოქალაქე. ძირითადად ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით ქვეყანა დატოვა 1.5 მილიონზე მეტმა ადამიანმა. ეს არის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მასშტაბური და სწრაფი ლტოლვილთა კრიზისი.

მასალების გადაბეჭდვის წესი