რუსეთში, უკრაინაში წარმოებული ომის საწინააღმდეგო აქციებზე, მხოლოდ დღს 4 631 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBCავრცელებს OVD-Info-ზე დაყრდნობით.
გამოცემა წერს, რომ 6 მარტს აქციები რუსეთის 64 ქალაქში იმართებოდა. ჯამში, უკრაინაში შეჭრიდან დღემდე, საპროტესტო აქციებზე რუსეთში 13 028 მოქალაქეა დაკავებული.
მე-11 დღეა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთმა დაბომბა ქალაქებიც, დაღუპულია ასობით მშვიდობიანი მოქალაქე. ძირითადად ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით ქვეყანა დატოვა 1.5 მილიონზე მეტმა ადამიანმა. ეს არის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მასშტაბური და სწრაფი ლტოლვილთა კრიზისი.