რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, ჩინოვნიკების უკანონო შემოსავლების კონფისკაცია მოახდინონ. ინფორმაციას ამის შესახებ Lenta.Ru ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ბრძანების მიხედვით, პროკურატურა შეამოწმებს საჯარო მოხელეებისა და მათ ოჯახის წევრების საბანკო ანგარიშებს და იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ მათ ანგარიშებზე ჩარიცხვები ბოლო 3 წლის განმავლობაში მათ შემოსავლებს 10 000 რუბლით აღემატება, სასამართლოში საქმე აღიძვრება თანხების ბიუჯეტის სასარგებლოდ კონფისკაციისთვის.
როგორც Lenta.ru წერს, იმისათვის, რომ საჯარო მოხელეებმა ფული არ დაკარგონ, შემოსავლის ლეგალურობა უნდა დაამტკიცონ.
მე-11 დღეა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთმა დაბომბა ქალაქებიც, დაღუპულია ასობით მშვიდობიანი მოქალაქე. ძირითადად ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით ქვეყანა დატოვა 1.5 მილიონზე მეტმა ადამიანმა. ეს არის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მასშტაბური და სწრაფი ლტოლვილთა კრიზისი.








