ახალი ამბები

არა რუსეთს! – პარლამენტთან 7 მარტს აქცია დაიგეგმა

6 მარტი, 2022 • 1963
არა რუსეთს! – პარლამენტთან 7 მარტს აქცია დაიგეგმა

არა რუსეთს! – ამ სახელწოდებით, ხვალ 7 მარტს პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციას სამი მთავარი მოტხოვნა აქვს, კერძოდ:

– დაწესდეს სავიზო რეჟიმი რუსეთთან!
– აიკრძალოს რუსული მედია საშუალებები!
– დაიკეტოს საჰაერო სივრცე რუსეთისთვის!

როგორც აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ მაშინ, როდესაც რუსეთმა „მთელ ცივილიზებულ სამყაროს ომი გამოუცხადა“, არსებობს ორი მხარე  – რუსეთი და დანარჩენი ცივილიზებული სამყარო.

„საქართველოს სამარცხვინო ხელისუფლებამ ამ ომში სამხედრო დამნაშავის, პუტინის მხარე აირჩია – ირაკლი ღარიბაშვილმა დემონსტრაციულად თქვა უარი საერთაშორისო სანქციებთან შეერთებაზე; დღემდე ღია რჩება საჰაერო სივრცე რუსული ავიაციისთვის; ირაკლი კობახიძემ წამოაყენა ინიციატივა, რომლითაც საბაბს აძლევს რუსეთს დაგვადანაშაულოს რუსების წინააღმდდგ ეთნიკური შუღლის გაღვივებაში; მთავრობა ხელს უშლის მოხალისეებსა და სამედიცინო პერსონალს უკრაინაში გამგზავრებას; ამ დრომდე მაწუყებლობენ რუსული პროპაგანდისტული მედიები საქართველოში, რუსეთის მოქალაქეები დღემდე უვიზო მიმოსვლით სარგებლობენ საქართველოში შემოსვლისას.

უკრაინელი ხალხი საქართველოს მთავრობის ქმედებებს უკრაინისთვის ღალატად, ზურგში დანის ჩარტყმად აფასებს.
სირცხვილის ჩამორეცხვა, რომელზეც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ყოველდღიურად ხელს აწერს, მხოლოდ ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეებს შეგვიძლია,“ – წერია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.


მე-11 დღეა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთმა დაბომბა ქალაქებიც, დაღუპულია ასობით მშვიდობიანი მოქალაქე. ძირითადად ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით ქვეყანა დატოვა 1.5 მილიონზე მეტმა ადამიანმა. ეს არის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მასშტაბური და სწრაფი ლტოლვილთა კრიზისი.

უკრაინაში ომის ფონზე, რუსეთის ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის ფედერალური სამსახურმა (როს­სელ­ხოზ­ნად­ზო­რი/Россельхознадзор) განაცხადა, რომ 15 ქართულ კომპანიას რუსეთში რძის პროდუქტების იმპორტის „ნებას რთავდა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი