ახალი ამბები

პუტინის თქმით, დაწესებული სანქციები ომის გამოცხადების ტოლფასია

6 მარტი, 2022 • 1953
პუტინის თქმით, დაწესებული სანქციები ომის გამოცხადების ტოლფასია

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ აშშ-სა და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები „ომის გამოცხადების ტოლფასია“.

„მაგრამ, მადლობა ღმერთს, ჯერ აქამდე არ მივსულვართ“, – თქვა მან.

მან ასევე განაცხადა, რომ თუკი რომელიმე ქვეყანა მხარს დაუჭერს „ცის ჩაკეტვას“ უკრაინის თავზე, ეს იქნება დასტური იმისა, რომ ეს ქვეყანა ომს უერთდება.

5 მარტის მიმართვაში მან ასევე თქვა, რომ არ აპირებს რუსეთში საომარი მდგომარეობის გამოცხადებას. იგი უკრაინაში შეჭრას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს.


რუსეთი 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა უკრაინაში და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო.

შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონბასის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.

უკრაინა ნატო-სგან უკრაინის ცის არასაფრენ ზონად გამოცხადებას ითხოვს, რაზეც ალიანსი უარს ამბობს, რადგან მიიჩნევს, რომ ეს ომში პირდაპირ ჩართვას გამოიწვევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი