რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც რუსეთის მთავრობას დაევალა, ორ დღეში განსაზღვროს რუსეთის „არამეგობრული ქვეყნების“ სია.

ინფორმაციას რუსული სააგენტოები (ТАСС, lenta.ru) ავრცელებენ კრემლის პრეს-ცენტრზე დაყრდნობით.

სიაში შეიყვანენ სახელმწიფოებს, რომლებიც „ჩადიან არამეგობრულ ქმედებებს რუსეთის ფედერაციის, რუსეთის ფედერაციის იურიდიული და ფიზიკური პირების მიმართ“.