ახალი ამბები

რა მდგომარეობაა ადამიანის უფლებების მხრივ საქართველოში

8 აგვისტო, 2011 • 1127
რა მდგომარეობაა ადამიანის უფლებების მხრივ საქართველოში

 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი დღეს საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ მორიგ ანგარიშს გამოაქვეყნებს.

ამასთან დაკავშირებით აშშ–ს ელჩი საქართველოში ჯონ ბასი პოლიტიკური პარტიებისთვის მიღებას გამართავს და ანგარიშსაც წარუდგენს.

ანგარიშს ადამიანის უფლებებზე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ყოველ წელს ამზადებს.  შარშანდელი ანგარიში ეხებოდა პოლიციის მიერ ძალის გადამეტებული  გამოყენების შედეგად ორი ადამიანის სიკვდილს, ეჭვმიტანილების დაშინებას, პატიმრებზე ძალადობას, ციხეებში არსებულ ცუდ ვითარებას, პოლიციის დაუსჯელობას, საშუალო ფენის ნაკლებ ხელმისაწვდომობას დაცვის (ადვოკატირების) უფლებაზე და ასე შემდეგ. შარშანდელი ანგარიშის მიხედვით, ასევე დაიკლო პრესის და გამოხატვის თავისუფლების დონემ, თუმცა წლის ბოლოსკენ სიტუაცია გაუმჯობესდა. ასევე ადგილი ჰქონდა კორუფციას მაღალჩინოსნებს შორის და ტრეფიკინგს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი