6 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღისთვის მიძღვნილ კონცერტზე, კრემლის სახელმწიფო სასახლეში კონცერტი გაიმართება, რომელშიც წარმოშობით ქართული წარმოშობის მომღერლებიც მიიღებენ მონაწილეობას.

აფიშიდან ირკვევა, რომ ამ კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: თამარა გვერდწითელი, სოსო პავლიაშვილი, A’Studio (სოლისტი ქეთა თოფურია) და რუსული ესტრადის სხვა წარმომადგენლები, მათ შორის, ნიკოლაი ბასკოვი, ვალერი ლეონტივი და სხვები.

ომის დაწყების შემდეგ, ქეთი თოფურიამ ინსტაგრამის ე.წ. story-ში (24 საათში გაქრობადი პოსტი) ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით – „არა ომს“. ზემოთ ხსენებული სხვა მომღერლების საჯარო განცხადებები ომზე არ იძებნება.


უკვე მე-9 დღეა, რაც რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. მომხდართან დაკავშირებით რუსული შოუბიზნესის წარმომადგენელთა ნაწილმა თავისი პოზიცია დააფიქსირა.