ახალი ამბები

უკრაინაში რუსი გენერალი მოკლეს

4 მარტი, 2022 •
უკრაინაში რუსი გენერალი მოკლეს

უკრაინაში რუსი გენერალი, სუხოვეცკი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული, კრემლის პროპაგანდისტული მედიაც ადასტურებს. უკრაინული მხარის თქმით, რუსი გენერალი ჩერნიკოვსკის ოლქში მოკლეს.

მაიორ-გენერალი ანდრეი სუხოვეცკი 41-ე შერეული საბრძოლო დანაყოფის მეთაურის მოადგილე იყო. მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას სხვა სამხედროებიც ადასტურებენ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 2 მარტისთვის უკრაინაში მიმდინარე “სპეციალურ საბრძოლო ოპერაციაში” 489 რუსი სამხედრო დაიღუპა, 1 500 კი დაიჭრა.

უკრაინული მხარე კი აცხადებს, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსული აგრესიის დაწყების დღიდან ამ დრომდე მოკლულია რუსეთის 9166 ჯარისკაცი.

მასალების გადაბეჭდვის წესი