ახალი ამბები

ევროკავშირი მიესალმება თბილისის ახალ სტრატეგიას

8 აგვისტო, 2011 • 822
ევროკავშირი მიესალმება თბილისის ახალ სტრატეგიას

 „ევროკავშირი  მიესალმება თბილისის ახალ სტრატეგიას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში,“–განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა  საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხბში, ბარონესა ქეთრინ ეშტონმა.

თბილისის ახალი სტრატეგიის გასაცნობად, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში, თემურ იაკობაშვილი ბრიუსელში გაემგზავრა.

 სტრატეგია სახელწოდებით „მონაწილეობა თანამშრომლობის გზით“,ასახავს საქართველოს გადაწყვეტილებას მიაღწიოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სრულ დეოკუპაციას, შეაჩეროს მათი ანექსიის პროცესი რუსეთის ფედერაციის მიერ და მშვიდობიანი გზებით მოახდინოს ტერიტორიებისა და მოსახლეობის  რეინტეგრაცია საქართველოს საკონსტიტუციო სივრცეში.

 ეშტონმა მოიწონა თბილისის ხედვა, რომ  შემუშავდეს ნეიტრალური გზები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობებთან ურთიერთობებისთვის.

 „ევროკავშირი მიესალმება საქართველოს სტრატეგიას, რომ კონფლიქტი მშვიდობიანი და დიპლომატიური  გზებით გადაწყდეს,“– ნათქვამია ეშტონის განცხადებაში. მან ასევე, მიუწოდა საქართველოს მთავრობას, ამ სტრატეგიის რეალიზებისთვის კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან

ჩაატაროს.

მან  დაადასტურა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ  მთლიანობასა და დამოუკიდებლობას.

 

 

ამავე თემაზე:

კონფლიქტების მოგვარების ახალი სტრატეგია

საქართველო კონფლიქტებთან დაკავშირებით სტრატეგიას გაეროს გააცნობს

ახალი სტრატეგია კონფლიქტურ რეგიონებზე

ანდრო ბარნოვი ხელისუფლების ახალ სტრატეგიაზე

გადამწყვეტი ბრძოლა კავკასიისთვის

“აფხაზები და ოსები თავს ოკუპირებულებად არ თვლიან”

მასალების გადაბეჭდვის წესი