ახალი ამბები

ფეისბუკი, მედუზა, ბიბისი რუსეთში მხოლოდ ნაწილობრივაა ხელმისაწვდომი – მედუზა

4 მარტი, 2022 • 3609
ფეისბუკი, მედუზა, ბიბისი რუსეთში მხოლოდ ნაწილობრივაა ხელმისაწვდომი – მედუზა

ინფორმაციის დამოუკიდებელი არხები მედუზა და ბიბისი, ასევე, უდიდესი სოციალური ქსელი ფეისბუკი რუსეთში სრულად ხელმისაწვდომი აღარ არის.

“მედუზას” ცნობით, იმის მიუხედავად, რომ გამოცემა რუსეთის მიერ ოფიციალურად აკრძალული საიტების სიაში ჯერ არ არის, ვებგვერდი ხელმისაწვდომი აღარ არის მომხმარებლებისთვის უმეტეს შემთხვევაში.

globalcheck-ის მიხედვით, ამჟამად რუსეთში მედუზაზე წვდომა არის მხოლოდ 25%, ფეისბუკზე- მხოლოდ 17 %.

ასევე არის ცნობები, რომ რუსეთში გათიშეს google play და app store, თუმცა ეს ცნობა ჯერ დადასტურებული არ არის.

3 მარტს მაუწყებლობა შეწყვიტა რუსულმა ოპოზიციური ტელევიზიამ „დოჟდი“ [ Дождь].

მასალების გადაბეჭდვის წესი