ახალი ამბები

პუტინის თქმით, ყველაფერი „გეგმის მიხედვით მიდის“ – უოლესი ამბობს, რომ ის „გეგმას ჩამორჩება“

4 მარტი, 2022 • 2129
პუტინის თქმით, ყველაფერი „გეგმის მიხედვით მიდის“ – უოლესი ამბობს, რომ ის „გეგმას ჩამორჩება“

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანი ბენ უოლესი აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაცია „გეგმას ჩამორჩება“ უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში.

3 მარტს ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ უკრაინაში „გეგმის მიხედვით მიდის“. ამაზე პასუხად ბენ უოლესი აცხადებს:

„მიუხედავად ყოველდღიური, საშინელი ნგრევისა და სამოქალაქო არეალების დაბომბვისა,  არაერთ ამ ქალაქში უკრაინელები დღისით გამოდიან, გუდავენ მათ [რუსების] ძალებს, ზოგ შემთხვევაში უკან აბრუნებენ და აგრძელებენ ბრძოლას“, – განუცხადა მან BBC-ს.

მან ასევე ხაზი გაუსვა რუსეთის ძალების „წარუმატებლობას დედაქალაქ კიევის აღების საქმეში“, „სუსტ ლოჯისტიკურ დაგეგმვასა“ და „უხარისხო საკვებს ჯარისკაცებისათვის“.

„რუსეთს უგროვდება არა მხოლოდ გარდაცვლილთა დიდი რაოდენობა, არამედ დეზერტირობისა და დანებების ფაქტები, ასევე, იარაღისა და აღჭურვილობის დიდი რაოდენობაა განადგურებული“, – აცხადებს იგი.

პრეზიდენტ პუტინზე კი  აცხადებს: „ეს არის კაცი, რომელმაც საკუთარი თავი სანქციებში გახვია. კაცი, რომელმაც ყველა საერთაშორისო კანონი დაარღვია. იგი სულ უფრო და უფრო იზოლირდება“.

მასალების გადაბეჭდვის წესი