ჟუაო სუარესის განცხადებით, ეუთო არჩევნებისთვის საქართველოში ეუთო-ს დემოკრატიისა და ადამიანთა უფლებების ინსტიტუტი შეფასების ჯგუფს გამოგზავნის, რომელიც წინასაარჩევნო გარემოს შეისწავლის.
“მივიღეთ შემაშფოთებელი ინფორმაცია, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა არ გამოაგზავნის სადამკვირვებლო ჯგუფს. გამოიგზავნება მხოლოდ წინასწარი შეფასების ჯგუფი და ჩვენ შევეცდებით დავარწმუნოთ ისინი, რომ აუცილებელია ეუთო დააკვირდეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. ჩვენ შევეცადეთ დაგვერწმუნებინა დელეგაცია, რომ საქართველოში არის სპეციფიკური ვითარება,“-განაცხადა პარტია „ქრისტიან–დემოკრატების“ წევრმა, ნიკა ლალიაშვილმა.
შეხვედრაზე, რომელიც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და ოპოზიცურ პარტიებს შორის შედგა, საუბარი შეეხო, ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას, რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობას, ეუთო-ს მისიის აღდგენის თარიღს საქართველოში და შიდა პოლიტიკას.
შეხვედრაზე სუარესმა განაცხდა, რომ გამოიყენებს ყველა ძალისხმევას, რომ ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისია აღდგეს.
„იყო ლაპარაკი, რომ მისიის არსებობა მნიშვნელოვანია კონფლიქტურ ზონებში ადამიანის უფლებათა საკითხების მონიტორინგთან დაკავშირებით”, – განაცხადა კახა გოგოლაშვილმა., –





