უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი, რომელიც რუსეთთან მოლაპარაკებებშია ჩართული, აცხადებს, რომ უკრაინულმა მხარემ ჯერჯერობით სასურველ შედეგს ვერ მიაღწია, თუმცა მხარეები შეთანხმდნენ ჰუმანიტარულ კორიდორებზე.
„ჰუმანიტარული კორიდორების“ მიზანი, მისი თქმით, არის მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუირება და მედიკამენტებისა და საკვების მიწოდება იმ ადგილებში, სადაც მწვავე ბრძოლები მიმდინარეობს.
მისი თქმით, არსებობს „ცალკეულ სექტორებში ევაკუაციის პერიოდში ცეცხლის დროებითი შეწყვეტის“ შესაძლებლობა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.








