ახალი ამბები

ხვიჩა კვარაცხელია „როტორთან“ მატჩში „რუბინის“ ძირითადშია

3 მარტი, 2022 • 1403
ხვიჩა კვარაცხელია „როტორთან“ მატჩში „რუბინის“ ძირითადშია

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ამჟამად რუსულ კლუბში, ყაზანის „რუბინში“ თამაშობს, დღეს, 3 მარტს, „რუბინის“ ძირითად შემადგენლობაშია.

„რუბინი“ ამ წუთებში რუსეთის საფეხბურთო საკლუბო ჩემპტიონატის ფარგლებში ეთამაშება კლუბ „როტორს“ „ყაზანის არენაზე“.

რამდენიმე დღის წინ კვარაცხელია, რომელიც 21 წლისაა, უკრაინაში რუსეთის აგრესიას გამოეხმაურა და ინსტაგრამზე დაწერა: „შეაჩერეთ ომი! მშვიდობა“ („Stop the war! Peace!“).


რუსეთის ფედერაცია უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ აქტიურად უტევს სხვადასხვა ქალაქს, მათ შორის კიევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი