უკრაინის ცენტრალური ბანკი აცხადებს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან და პარტნრიორი სახელმწიფოებისგან უკრაინა დახმარების სახით 15 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს მიიღებს.
ეს ინფორმაცია 3 მარტს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში გააცნო საზოგადოებას ეროვნული ბანკის თავმჯდომარემ, კირილ შევჩენკომ.
„ჩვენი შეფასებით, საერთო ჯამში, საერთაშორისო დაფინანსება, ტექნიკური და ჰუმანიტარული დახმარება აღემატება 15 მილიარდ აშშ დოლარს, აქედან 5 მლრდ დოლარი ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში“, – განაცხადა მან. მისი განცხადების თარგმანს უკრაინული გამოცემა „უნიანი“ ავრცელებს.
