ცოტა ხნის წინ დაიწყო რუსეთისა და უკრაინის ხელისუფლებებს შორის მოლაპარაკებების პროცესი.
მოლაპარაკებებზე გადაღებულ ფოტოებს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ტვიტერზე ავრცელებს.
მისი თქმით, უკრაინის მოთხოვნები კვლავ არის:
– ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;
– დაზავება;
– ჰუმანიტარული კორიდორები დაბომბილი სოფლებიდან და ქალაქებიდან ადგილობრივების გასაყვანად.
Начинаем разговаривать с российскими представителями. Ключевое в начальной повестке.
1. Немедленное прекращение огня.
2. Перемирие.
3. Гуманитарные коридоры для вывоза мирных жителей из разрушенных или постоянно обстреливаемых сел и городов. pic.twitter.com/XUB7OEXKfN— Михайло Подоляк (@Podolyak_M) March 3, 2022
მხარეებს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 28 თებერვალს შედგა. პირველი შეხვედრა ბელარუსში, უკრაინის საზღვართან, მდინარე პრიპიატის ნაპირზე გაიმართა.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ აქტიურად უტევს სხვადასხვა ქალაქს, მათ შორის კიევს.