ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი ქაბულში ჩავიდა თავის ავღანელ კოლეგასთან მოსალაპარაკებლად. ეს არის აჰმადინეჟადის პირველი ვიზიტი მეზობელ სახელმწიფოში, მას შემდეგ, რაც ხელახლა აიჩიეს პრეზიდენტად.
ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ირანისა და ავღანეთის პრეზიდენეტები ისაუბრებენ, „ეკონომიკური კავშირების გაფართოებაზე“, მათ შორის ტაჯიკეთისა და ირანის დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობაზე, რომელიც ავღანეთის ტერიტორიაზე გაივლის.
აჰმადინეჟადის ავღანეთში ვიზიტს დაემთხვა აშ.შ–ს თავადაცვის მინისტრის რობერტ გეითსის ვიზიტი. სამინისტრი ესტუმრა ოთხშაბათს ესტუმრა მხედრო ბაზას ქაბულის პროვინციაში, სადაც დასავლელი ჯარისკაცები წრთვნიან ავღანელ ჯარისკაცებს.
BBC–ის კორესპონდენტის კვენტინ სომერვილის თქმით, აშ.შ.–სა და ირანს აქვთ განსხვავებული პოზიციები ავღანეთთან დაკავშირებით. მაშინ, როცა გეითსმა დადებითად მიმოიხილა ნატოს ჯარების წარმატებული ბრძოლა თალიბანელი სამხედროების წინააღმდეგ, აჰმადინეჟადი ამბობს, რომ ავღანეთის ყველა პრობლემა დაკავშირებულია უცხოელი სამხედროების ავღანეთში ყოფნასთან.
რობერტ გეითსი ადანაშაულებს ირანს ორმაგ თამაშში. აცხადებს, რომ ერთი მხრივ ავღანეთის მთავრობას მეგობრობას სთავაზობს, მეორე მხრივ კი თალიბანელებს პასიურ მხარდაჭერას კვლავ უწევს. ირანის პრეზიდენტი უარჰყოფს ამ ბრალდებას.
BBC–ის ცნობით, აჰმადინეჯადი ყოველთვის ამტკიცებს, რომ იგი მხარს უჭერს პოლიტიკური პროცესების განვითარებას ავღანეთში, რადგან მას სურს სტაბილური და დამშვიდებული მეზობელი ჰყავდეს. ამ პრობლემის გადაჭრა კი მას შედმეგ იქნება შესაძლებელი, რაც ავღანეთიდან უცხოური შეიარაღებული ძალები გავლენ.