ავეჯისა და სახლის აქსესუარების შვედური ბრენდი IKEA აჩერებს ოპერაციებს (მათ შორის ექსპორტსა და იმპორტს) რუსეთსა და ბელარუსში.
ეს გადაწყვეტილება, კომპანიის თანახმად, 15 000 დასაქმებულზე იქონიებს პირდაპირ ზეგავლენას, თუმცა, კომპანიის თანახმად, ის მათ ხელფასს უნარჩუნებს – თუმცა არ აზუსტებს, რა ვადით.
რუსეთის ფედერაციაში კომპანიას 17 ფილიალი აქვს.
IKEA-ს თანახმად, მათ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის თხოვნაზე პასუხად გამოყვეს 20 მილიონი ევრო „უკრაინაში კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირების“ დასახმარებლად.