ახალი ამბები

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტი

8 აგვისტო, 2011 •
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის  ვიზიტი

 ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის  საქართველოში ვიზიტი გრძელდება

 ვიზიტის ფარგლებში დღეს რამოდენიმე შეხვედრა გაიმართება. დელეგაციის წევრები საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ალექსანდრე ნალბანდოვს შეხვდებიან. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია რა საკითხები იქნება განხილული შეხვედრაზე, კომენტარები მხოლოდ შეხვედრის შემდეგ გაკეთდება.

 დღესვე სასტუმრო “თბილისი მარიოტში” ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჟოაო ბაროსო სუარესი  ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება. შეხვედრაზე საუბარი შედგება საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო ვითარებასა და არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების მნიშვნელობაზე.

ორდღიანი ვიზიტის დასასრულს შეხვედრა გაიმართება საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდის ოფისში, საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

გუშინ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს  საქართველოს პრეზიდენტ მა მიხეილ სააკაშვილმა აჭარაში უმასპინძლა. პრეზიდენტმა ჟოაო სუარესს ბათუმის განახლებული ბულვარი დაათვალიერებინა..

მასალების გადაბეჭდვის წესი