ახალი ამბები

პარტნიორების დახმარება ჰაერში გვჭირდება – კულება

3 მარტი, 2022 • 1107
პარტნიორების დახმარება ჰაერში გვჭირდება – კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ავრცელებს ქალაქ ენერგოდარში რუსეთის კოლონის წინააღმდეგ შეკრებული მშვიდობიანი მოსახლეობის ფოტოს და აცხადებს, რომ პუტინს ომის მოგების არავითარი შანსი არ აქვს.

მისივე განცხადებით, უკრაინას სჭირდება პარტნიორების მხარდაჭერა, განსაკუთრებით კი-ჰაერში.

„ჩვენ გვჭირდება პარტნიორების დახმარება, რათა უკრაინამ საკუთარი თავი დაიცვას. განსაკუთრებით- ჰაერში. ჩაკეტეთ უკრაინის საჰაერო სივრცე ახლა!“, – აცხადებს დმიტრო კულება.

საჰაერო სივრცის, იგივე ზეცის ჩაკეტვა უცხოური სამხედრო თვითმფრინავებისთვის უკრაინის საჰაერო სივრცეში შესვლის აკრძალვას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი