ახალი ამბები

ერთი საწოლი ორი პატიმრისთვის

8 აგვისტო, 2011 • 907
ერთი საწოლი ორი პატიმრისთვის

 ქსნის კოლონიაში ხანძრის გაჩენამდე დაშვებულ ნორმაზე 1354 პატიმრით მეტი იმყოფებოდა.

 როგორც სახალხო დამცველის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტი აცხადებს, კოლონიაში 2954 პატიმარი იმყოფებოდა, დაშვებული 1600-ის ნაცვლად.

 ომბუდსმენის ოფისის ინფორმაციით, ამჟამად  საცხოვრებლის გარეშე დარჩენილი მსჯავრდებულთა ნაწილი,  გადარჩენილ კორპუსშია განთავსებული.

აქ კი სულ 1039 საწოლია, რომლის განაწილება 2000-ზე მეტ პატიმარს უწევს.

 მსჯავრდებულთა მცირე ნაწილი განთავსდა ასევე ყოფილი კლუბის, სპორტდარბაზის და სამედიცინო ნაწილის შენობებში. დაწესებულების საპყრობილეში საკუთარი სურვილით 66 მსჯავრდებული გადაიყვანეს. სტადიონის ტერიტორიაზე კი გაიმართა ორი კარავი, რომლებშიც 164 საწოლი განათავსეს.

 შეგახსენებთ, რომ ქსნის კოლონიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად, თითქმის მთლიანად განადგურდა ყოფილი სასადილოს შენობა, რომელიც საცხოვრებლად იყო გამოყენებული, ასევე მის გვერდით მდებარე, ძველი კლუბის ტერიტორიაზე გაშლილი კარავი; დაიღუპა ერთი მსჯავრდებული, და თავშესაფრის გარეშე დარჩა 1200-ზე მეტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი