ახალი ამბებირეკლამა

საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის სოლიდარობა უკრაინას

2 მარტი, 2022 • 6957
საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის სოლიდარობა უკრაინას

საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია უკრაინის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს.

„საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია სოლიდარობას უცხადებს  უკრაინელ ხალხს, უკრაინის უნივერსიტეტების წარმომადგენლებსა და სტუდენტებს.  საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრები ვგმობთ რუსეთის სამხედრო აგრესიას და მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინას თავისუფლებისთვის ბრძოლაში.

მუდმივმოქმედი კონფერენცია, რომელიც საქართველოს 35 აკრედიტებული უმაღლესი საგანამათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებს აერთიანებს, მზადაა მაქსიმალური დახმარება აღმოუჩინოს ყველა უნივერსიტეტს უკრაინაში. იმედს გამოვთქვამთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით ომი უმოკლეს დროში დასრულდება და უზრუნველყოფილი იქნება მშვიდობა და უსაფრთხოება უკრაინაში,“- ნათქვამია განცხადებაში.

რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია 2019 წლის ივლისში დაფუძნდა. კონფერენცია იზიარებს ევროპული უნივერსიტეტების დიდი ქარტიის „Magna Charta Universitatum” ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორებიცაა აკადემიური თავისუფლების უზრუნველყოფა, უნივერსიტეტების ავტონომიურობა, ევროპული და ეროვნული ჰუმანისტური ტრადიციების გაზიარება, სწავლების და კვლევის ინტეგრაცია და სხვა.

ეს არის ერთგვარი პლატფორმა, სადაც რექტორები მსჯელობენ უმაღლესი განათლების გამოწვევებზე, განიხილავენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსებასთან დაკავშირებულ საკითხებს და აჯერებენ პოზიციებს განათლების რეფორმებთან მიმართებაში. რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია საქართველოს 35 აკრედიტებული უმაღლესი საგანამათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებს აერთიანებს და მისი თავმჯდომარე თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძეა.

მასალების გადაბეჭდვის წესი