ახალი ამბები

პრეზიდენტი სიძულვილზე და წარმატებებზე

8 აგვისტო, 2011 • 1007
პრეზიდენტი სიძულვილზე და წარმატებებზე

 „ ჩვენი მთავარი ამოცანა ამ რეგიონში და საერთოდ ყველა რეგიონში განათლების სისტემის განვითარებაა“–განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ბათუმში ქართულ–თურქული  სკოლა–ლიცეუმის ახალი შენობის  გახსნისას.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა აღნიშნა,  რომ ამაყობს ქართული განათლების სისტემის რეფორმებით და  ამ სისტემის სამართლიანობით, რასაც რამდენიმე წლის წინ,  საფუძველი განათლების  მინისტრმა,  ლომაიამ ჩაუყარა, და რასაც წარმატებით ართმევს თავს დღევანდელი მინისტრი დიმიტრი შაშკინი, – „დღეს აბიტურიენტები აღარ აწყდებიან უსამართლობას ჩაბარების დროს“ –აღნიშნა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა განათლების სისტემაში არსებულ  წარმატებებთან ერთად, ზოგადად , სხვა სფეროებში მიმდინარე  წარმატებებზეც ისაუბრა, და აქვე, ბათუმის საახალწლო კონცერტიც გაიხსენა.

მან ხაზი გაუსვა იმას, რომ კიდევ ბევრი პრობლემა არსებობს ქვეყანაში, მაგრამ ის, რაც კეთდება,  ბევრი ვერ ხედავს და ასეთები მუდმივად  იარსებებენ, –„მათი მთავრობის მიმართ სიძულვილი ქვეყნის და შემდეგ ხალხის სიძულვილში გადადის“.  

„ვამაყობ იმით, რომ საქართველო აღარასდროს დაბრუნდება ბნელ წარსულში, ჩვენ ვიქნებით თავისუფლები და ძლიერები, და აღარასდროს არავის მეორეხარისხოვანი დანამატები“–განაცხადა პრეზიდენტმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი