ახალი ამბები

ევროპარლამენტი EU-ს მოუწოდებს, უკრაინას კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს

1 მარტი, 2022 • 1515
ევროპარლამენტი EU-ს მოუწოდებს, უკრაინას კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს

ევროპარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტის ტექსტის მიხედვით, ევროპარლამენტი გმობს რუსეთისა და ბელარუსის ქმედებებს უკრაინაში და ევროკავშირს მოუწოდებს სანქციების გამკაცრებისკენ.

ამასთან, რამდენიმე წუთის წინ მიღებული რეზოლუციით, ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუციებს, დაიწყონ მუშაობა, რათა უკრაინამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს და ამ მიზნით გაგრძელდეს მუშაობა ქვეყნის ევროინტეგრაციის მიმართულებით ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით.

აღნიშნული რეზოლუცია ევროპარლამენტმა 676 ხმით 13-ის წინააღმდეგ მიიღო.

უკრაინამ, ბელარუსში რუსულ მხარესთან მოლაპარაკების პარალელურად, ევროკავშირს ოფიციალურად მიმართა გაერთიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისანიჭებლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი