ახალი ამბები

უკვე ვხედავთ სანქციების შედეგებს – ნედ პრაისი

1 მარტი, 2022 •
უკვე ვხედავთ სანქციების შედეგებს – ნედ პრაისი

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი აცხადებს, რომ მსოფლიო უკვე ხედავს რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებული სანქციების პირველად შედეგებს.

იგი ტვიტერზე წერს, რომ:

  1. „რუბლის ღირებულება დაეცა, – ერთი რუბლი ერთ ცენტზე ნაკლები ღირს;
  2. S&P-მ დასწია რუსეთის სახელმწიფო ვალი „ნაგვის“ კატეგორიამდე;
  3. რუსეთის საფონდო ბირჟა 5 მარტამდე დაიხურა“.

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა 28 თებერვალს განაცხადა, რომ რეფინანსირების განაკვეთს 9.5%-დან 20%-მდე ზრდის.

მასალების გადაბეჭდვის წესი