ახალი ამბები

Disney რუსეთში კინოჩვენებებს წყვეტს

1 მარტი, 2022 •
Disney რუსეთში კინოჩვენებებს წყვეტს

„უოლტ დისნეის კომპანია“ (The Walt Disney Co) აჩერებს ფილმების ჩვენებას რუსეთის ფედერაციის კინოთეატრებში.

„უკრაინაში უსაფუძვლო შეჭრისა და ტრაგიკული ჰუმანიტარული კრიზისის ფონზე, ჩვენ ვაჩერებთ ჩვენებებს რუსეთში“, – აცხადებს კომპანია.

შაბათ-კვირას უკრაინის კინოაკადემიამ მოუწოდა საერთაშორისო აქტორებს, ბოიკოტი გამოუცხადონ რუსეთის ფილმების ინდუსტრიას.

მასალების გადაბეჭდვის წესი