უკრაინის კომუნიკაციების მარეგულირებელი (SSSCIP) აცხადებს, რომ უკრაინელმა ოპერატორებმა „ოკუპანტებს კომუნიკაციის საშუალება მოუსპეს“, – რუსულ ნომრებს თავიანთ ქსელებზე დაშვება დაუბლოკეს.
უწყების თანახმად, ამის შემდეგ, – როდესაც საკუთარი ნომრებიდან დარეკვის შესაძლებლობა მოესპოთ, – რუსმა ჯარისკაცებმა დაიწყეს უკრაინის მოქალაქეებისთვის მობილური ტელეფონების წარმთევა.
ამის გათვალისწინებით, კომუნიკაციების მარეგულირებელი მოუწოდებს მოქალაქეებს, ვისაც რუსმა სამხედროებმა მობილურები ჩამოართვეს:
„აცნობეთ თქვენს ოპერატორს ამის შესახებ მაქსიმალურად სწრაფად და სთხოვეთ მოპარული ტელეფონის დაბლოკვა. გვესმის, რომ ეს მარტივი არ არის, როდესაც ტელეფონი წაგართვეს, მაგრამ ეს სასიცოცხლო მნიშვნელობისაა – მიმართეთ მეზობლებს, გამოიყენეთ ხაზის ტელეფონი. ჩვენი ქვეყნისა და უკრაინელების უსაფრთხოება ამაზეა დამოკიდებული“.