ახალი ამბები

102 დაღუპული, 306 დაშავებული სამოქალაქო პირი – გაერო

1 მარტი, 2022 • 856
102 დაღუპული, 306 დაშავებული სამოქალაქო პირი – გაერო

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ცნობით, ბოლო მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, სულ რაღაც 5 დღის განმავლობაში, დაიღუპა სულ მცირე 102 და დაშავდა 304 სამოქალაქო პირი.

ხარკოვის მერის განცხადებით, ხარკოვზე რუსეთის ძალების თავდასმას 28 თებერვალს 9 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის- სამი ბავშვის.

მერის თანახმად, ოთხი ადამიანი, რომელიც დაიღუპა, თავშესაფრიდან წყლის მოსატანად იყვნენ გამოსულები და ამ დროს მოკლეს;

ოჯახი – დედ-მამა და სამი შვილი კი მანქანაში ცოცხლად დაიწვნენ.

ხარკოვზე თავდასხმისას კიდევ 37 ადამიანი დაშავდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი