ახალი ამბები

უკრაინაში მასკის გამოგზავნილი Starlink-ის ტერმინალები ჩამოვიდა – ვიცე-პრემიერი

1 მარტი, 2022 • 3591
უკრაინაში მასკის გამოგზავნილი Starlink-ის ტერმინალები ჩამოვიდა – ვიცე-პრემიერი

უკრაინის ვიცე-პრემიერი, ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი მიხაილო ფედოროვო აცხადებს, რომ უკრაინაში ჩავიდა Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებლის, ილონ მასკის მიერ გაგზავნილი Starlink-ის ტერმინალები.

ილონ მასკმა განაცხადა, რომ „სტარლინკის“ ტერმინალები გზაში იყო და უკრაინაში სტარლინკის სერვისი გაააქტიურა.

მასკმა ასე უპასუხა Twitter-ზე უკრაინის ვიცე-პრემიერისა და ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრის თხოვნას.

„სანამ თქვენ ცდილობთ მარსის კოლონიზაციას, რუსეთი ცდილობს უკრაინის ოკუპაციას! სანამ თქვენი რაკეტები წარმატებით ეშვება კოსმოსიდან, რუსული რაკეტები უკრაინელ სამოქალაქო მოსახლეობას ესხმის. გთხოვთ, მიაწოდოთ უკრაინას Starlink-ის სერვისები და მიმართოთ გონიერ რუსებს, ხმა აიმაღლონ“, — დაწერა მანამდე უკრაინის ვიცე-პრემიერმა მიხაილო ფედოროვმა.

Starlink არის სატელიტური ინტერნეტ პროვაიდერი. ის იყენებს დედამიწის დაბალი ორბიტის თანამგზავრებს, რათა უზრუნველყოს მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი მთელ მსოფლიოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი