ახალი ამბები

ICC რუსეთის მხრიდან „სავარაუდო ომის დანაშაულებს“ გამოიძიებს

1 მარტი, 2022 •
ICC რუსეთის მხრიდან „სავარაუდო ომის დანაშაულებს“ გამოიძიებს

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) აცხადებს, რომ იწყებს გამოძიებას რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში შეჭრის ფონზე „სავარაუდო ომის დანაშაულებისა“ და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულების შესახებ.

„არსებობს გონივრული საფუძველი, რათა ვიფიქროთ, რომ ჩადენილია როგორც სავარაუდო ომის დანაშაულები, ასევე დანაშაულები კაცობრიობის წინაშე“, – განაცხადა კარიმ ხანმა, ICC-ის პროკურორმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი