ევროპარლამენტის ძირითადი ფრაქციები მხარს უჭერენ უკრაინისათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.
პოლიტიკური ჯგუფების მიერ დღეს გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუციებს, იმუშავონ უკრაინისთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად.
უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას კენჭი ევროპარლამენტის საგანგებო სხდომაზე პირველ მარტს ეყრება.

26 თებერვალს პოლონეთმა განაცხადა, რომ უკრაინა სწრაფად უნდ აგახდეს ევროკავშირის წევრი.
28 თებერვალს ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა უკრაინის განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე.
