ბრიტანული ენერგეტიკული გიგანტი Shell (SHEL.L) აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციაში ინვესტიციებს აღარ განახორციელებს და ქვეყანაში ყველა მიმდინარე პროექტიდან გადის.
სხვა პროექტებთან ერთად, კომპანია წყვეტს თანამშრომლობას „გაზპრომთანაც“. პროექტებს შორის, რომელშიც „შელს“ სხვადასხვა ინტერესი ჰქონდა, არის Nord Stream 2, Sakhalin-2 (გაპრომთან ერთად), Salym (ასევე გაპრომთან) და Gydan.
რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ ასევე ცნობილი გახდა, რომ ბრიტანულ ენერგოკომპანიას, BP-ის რუსული კომპანია Rosneft-დან გააქვს საკუთარი, თითქმის 20-პროცენტიანი წილი.