ახალი ამბები

პარლამენტში უკრაინის ელჩის სხდომაზე მოწვევაზე ვერ შეთანხმდნენ

28 თებერვალი, 2022 • 1512
პარლამენტში უკრაინის ელჩის სხდომაზე მოწვევაზე ვერ შეთანხმდნენ

საქართველოს პარალემენტში ვერ შეთანხმდნენ უკრაინის ელჩის პლენარულს სხდომაზე მოწვევასთან დაკავშირებით.

უკრაინის ელჩის, იგორ დოლგოვის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოწვევის საკითხი ოპოზიციამ დააყენა. „ლელოს“ პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი აცხადებდა, რომ კარგი იქნებოდა, პირადად ელჩისგან მოესმინათ უკრაინასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ. სამადაშვილმა მაგალითად მოიყვანა გერმანიის ბუნდესტაგი, სადაც უკრაინის ელჩს ბუნდესტაგის წევრები ტაშით შეეგებნენ. სამადაშვილის თქმით, კარგი იქნებოდა, მსგავსი რამ საქართველოს პარლამენტშიც მომხდარიყო და ამით უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გამოეხატათ.

თუმცა უმრავლესობის წევრებმა მათი მოთხოვნა არ გაიზიარეს. პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვიმა თქვა, რომ ოპოზიციას უნდა, ელჩის თანდასწრებით უმრავლესობის წევრებს შეურაცხყოფა მიაყენოს, რის საშუალებასაც არანაირად არ მისცემს.

„უკრაინელი ხალხი არ იმსახურებს იმას, რომ საქართველოს პარლამენტში ისეთი ქცევა ნახონ, რა ქცევაც ხვალ, სამწუხაროდ, პარლამენტში იქნება. როცა უკრაინის მოქალაქეები ბუნკერებში არიან, იბრძვიან და ყოველ დღე ახლობლები ეკარგებათ, პლენარულ სხდომაზე საცირკო სანახაობის ადგილი არ არის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი