ახალი ამბები

ღარიბაშვილის განცხადებიდან რამდენიმე წუთში, მის საპასუხოდ აქცია დაიგეგმა

28 თებერვალი, 2022 • 5460
ღარიბაშვილის განცხადებიდან რამდენიმე წუთში, მის საპასუხოდ აქცია დაიგეგმა

მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების გაკეთებიდან რამდენიმე წუთში, მის საპასუხოდ აქცია დაიგეგმა მისი გადადგომის მოთხოვნით. აქცია დღეს, 28 თებერვალს, 7 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართება.

როგორც აქციის ორგანიზატორი, „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია აცხადებს, „ირაკლი ღარიბაშვილი რუსული გემის მიმართულებით არის წასაბრძანებელი“.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გამართულ პირველ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვლმა ნახევარსაათიანი განცხადება „ნაციოანალური მოძრაობის“ კრიტიკას დაუთმო.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ღარიბაშვილის კრიტიკა შეეხო დასავლელ პარტნიორებსაც. მისი თქმით, უკრაინის დედაქალაქი იბომბება, რისი შემჩერებელიც არავინაა და დასავლეთის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ არაეფექტურია.

ირაკლი ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ თუ საქართველო დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდება, შემოსავალი საქართველოს მოსახლეობას მოაკლდება. აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

ღარიბაშვილმა ჩამოთვალა შემოსავლები, რომელთაც, მისი თქმით, საქართველო იღებს რუსეთის ბაზრიდან, რუსეთში მცხოვრები ქართველებისგან და რუსეთთან დაკავშირებული სხვა წყაროებიდან.

მთავარ ფოტოზე: აქციასთან დაკავშირებით „დროას“ შექმნილი ილუსტრაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი