ახალი ამბები

ჩემი გადაწყვეტილებით, 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი მიეწოდა უკრაინას – ღარიბაშვილი

28 თებერვალი, 2022 • 1229
ჩემი გადაწყვეტილებით, 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი მიეწოდა უკრაინას – ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთი მისი გადაწყვეტილებით ჩავიდა. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე დღეს, 28 თებერვალს, განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო უკრაინის მიმართ ყველა საერთაშორისო ფორმატში მტკიცე მხარდაჭერას გამოხატავს.

„დღეს დილით, ჩემი გადაწყვეტილებით, 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი ჩავიდა პოლონეთში, რომელიც მიეწოდა უკრაინულ მხარეს და, რა თქმა უნდა, ეს ჰუმანიტარული ტვირთი არის დახმარება ჩვენი უკრაინელი ძმების და დებისთვის. ამას გარდა, მე მინდა გითხრათ, რომ უკრაინის მოქალაქეები, რომლების იმყოფებიან თბილისში და ვერ დაბრუნდნენ სამშობლოში, მათაც უფასოდ მიეწოდებათ ყველა სერვისი და მომსახურება თბილისში.

ჩვენ ყველა დონეზე, ყველა საერთაშორისო ფორმატში, ეუთოს მინისტერიალის თუ გაეროს ფორმატში, ყველა დონეზე მტკიცე მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოვხატეთ უკრაინის მიმართ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მთავრობამ უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარებისთვის 1 მილიონი ლარი გამოყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი