ახალი ამბები

მოსკოვი—ნიუ-იორკის რეისი კანადასთან უკან, მოსკოვში მიაბრუნეს

28 თებერვალი, 2022 • 3768
მოსკოვი—ნიუ-იორკის რეისი კანადასთან უკან, მოსკოვში მიაბრუნეს

რუსული ავიაკომპანია „აეროფლოტის“ სამგზავრო თვითმფრინავი კანადის საჰაერო სივრცეში შესვლამდე, გრენლანდიის თავზე, უკან, მოსკოვში მიაბრუნეს. რეისი  SU124 მოსკოვიდან ნიუ-იორკში მიფრინავდა.

ჯერჯერობით არ გავრცელებულა ოფიციალური ინფორმაცია, თუმცა სავარაუდოა, რომ თვითმფრინავის გაბრუნების მიზეზი კანადის გადაწყვეტილებაა.

კერძოდ, კანადა 27 თებერვალს შეუერთდა ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციებს, შედეგად, საჰაერო სივრცე დაუხურა ნებისმიერი სახის რუსულ თვითმფრინავს.

რეისი  SU124 კი აშშ-ში ვერ მოხვდებოდა კანადის საჰაერო სივრცეში შესვლის გარეშე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი