ახალი ამბები

EU უკრაინას იარაღს მიაწვდის, რუსული თვითმფრინავებისთვის ჩაკეტავს ცას, დაბლოკავს რუსულ არხებს

27 თებერვალი, 2022 • 1491
EU უკრაინას იარაღს მიაწვდის, რუსული თვითმფრინავებისთვის ჩაკეტავს ცას, დაბლოკავს რუსულ არხებს

ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო საკუთარ საჰაერო სივრცეს რუსული ავიახაზებისთვის ჩაკეტავს.

გარდა ამისა, ევროკავშირი დააფინანსებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას და აკრძალავს იმ მედიასაშუალებას, რომლებიც კრემლის პროპაგანდისტულ საშუალებებს წარმოადგენენ.

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ეს არის პირველი შემთვევა, როდესაც ევროკავშირი თავდასხმის ქვეშ მყოფი უცხო ქვეყნისთვის იარაღს შეიძენს.

„რუსული თვითმფრინავები ვეღარ შეძლებენ ევროკავშირის ტერიტორიაზე დაფრენას, აფრენას ან გადაფრენას“, – განაცხადა მან.

მისივე განცხადებით, კრემლის ორი არხი Russia Today და Sputnik, ისევე როგორც მათთან დაკავშირებული სხვა არხები, „ვეღარ შეძლებენ გაავრცელონ საკუთარი ტყუილები პუტინის ომის შესახებ და შემოიტანონ გახლეჩვა ჩვენს კავშირში“.

მასალების გადაბეჭდვის წესი