ახალი ამბები

უკრაინის ყველა მეგობარს, ვისაც ქვეყნის დაცვა სურს, მოდით, იარაღს მოგცემთ – ზელენსკი

26 თებერვალი, 2022 • 4678
უკრაინის ყველა მეგობარს, ვისაც ქვეყნის დაცვა სურს, მოდით, იარაღს მოგცემთ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის მეგობრებს, რომელთაც სურთ, შეუერთდნენ ქვეყნის დასაცავად, იარაღს მისცემენ.

მისი თქმით, ბევრი ექნებათ სამუშაო უკრაინის „თავიდან ასაშენებლად“.

„ყველა, ვისაც უკრაინის თავდაცვა შეუძლია საზღვარგარეთ, ეს პირდაპირ, ერთიანად გააკეთეთ. უკრაინის ყველა მეგობარს, ვისაც ქვეყნის დაცვა სურს, გთხოვთ, მოდით, იარაღს მოგცემთ. ძალიან მალე გამოცხადდება, როგორ შეიძლება ამის გაკეთება. ყველა, ვინც უკრაინას იცავს, გმირია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მათ , ვისაც სურს უკრაინის დასაცავად საერთაშორისო ლეგიონს შეუერთდნენ, თავიანთ ქვეყანაში უკრაინის საელჩოებს უნდა მიმართონ.


მე-3 დღეა, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს, მათ შორის, დედაქალაქ კიევს.რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია

მასალების გადაბეჭდვის წესი