უკრაინის მხარდასაჭერად აქცია დღესაც გაიმართება. აქცია პარლამენტის წინ 7 საათზე დაიწყება.
აქციის ორგანიზატორი „სირცხვილიაა“ .
„რუსმა ოკუპანტებმა უკრაინული ქალაქების აღება ვერ მოახერხეს, თუმცა სისხლისმღვრელი ომი გრძელდება! ქართველი ხალხის უპრეცედენტო სოლიდარობა შეუმჩნეველი არ დარჩა, ჩვენ მადლობა გადაგვიხადა უკრაინის პრეზიდენტმა. კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას. დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს!
ვიკრიბებით პარლამენტის წინ, 7 საათზე!“- აცხადებს სირცხვილია.
გუშინ, 25 თებერვალს მთავრობის ადმინისტრაციასთან უკრაინის მხარდასაჭერის გამოსახატად და ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებების გასაპროტესტებლად აქცია გაიმართა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის აზრს არ გამოხატავს.
მხარდაჭერის გამო უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აქციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა.
„გასაოცარი ქართველი ხალხი, რომელიც ხვდება, რომ მეგობრებს მხარი უნდა დაუჭირო. მადლობა ყველას, ვინც თბილისსა და სხვა ქალაქებში უკრაინის მხარდასაჭერად და ომის წინააღმდეგ გამოვიდა. არის ხოლმე დრო, როცა ხალხი არ არის მთავრობა, მაგრამ მასზე უკეთესია“ ,- დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკი ტვიტერზე.
მე-3 დღეა, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს, მათ შორის, დედაქალაქ კიევს.რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია