რუსეთის დუმის დეპუტატი, კომუნისტური პარტიის წევრი მიხაილ მატვეევი აცხადებს, რომ „ომი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს“ და ომისთვის ხმა არ მიუცია.

„მიმაჩნია, რომ ომი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. როდესაც ხმა მივეცი [დონეცკისა და ლუგანსკის] აღიარებას, ხმა მშვიდობას მივეცი და არა ომს. იმას, რომ რუსეთი გამხდარიყო ფარი, რათა დონბასი არ დაებომბათ, და არა იმას, რომ კიევი დაბომბილიყო“, – წერს იგი ტვიტერზე.