ახალი ამბები

აფხაზეთმა დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა

26 თებერვალი, 2022 •
აფხაზეთმა დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა

ოკუპირებულმა აფხაზეთმა დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების დამოუკიდებლობა ცნო.

დონეცკის და ლუგანსკის აღიარებისასთან დაკავშირებით აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას მიმართვაში ნათქვამია, რომ აფხაზმა ხალხმა იგივე გამოიარა სამართლიანობისა და ღირსეული ცხოვრებისთვის ბრძოლაში, რაც დონეცკის და ლუგანსკის მცხოვრებლებმა.

ბჟანია მიესალმება რუსეთის გადაწყვეტილებას დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების აღიარების შესახებ.

„რუსეთის უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა“, — აცხადებს ბჟანია.

ასლან ბჟანიას თქმით, მთავრობას დაავალა, დონეცკთან და ლუგანსკთან მეგობრობისა და ურთიერთდახმარების შესახებ ხელშეკრულებების მომზადება და მათთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება.

აფხაზეთმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რომ რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული რაიონების დამოუკიდებლობა ცნო. უკრაინის ორი რეგიონი ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აქვს აღიარებული ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს.

მასალების გადაბეჭდვის წესი