ახალი ამბები

რუსებმა ხერსონის ხიდი აიღეს – Unian

25 თებერვალი, 2022 •
რუსებმა ხერსონის ხიდი აიღეს – Unian

უკრაინული გამოცემა Unian-ის თანახმად, ქვეყნის სამხრეთში, ქალაქ ხერსონის მისადგომებთან მტერმა ხიდის დაკავება შეძლო და დაცვა გაარღვია.

გამოცემის თანახმად, საოკუპაციო ძალებს დიდი ადამიანური დანაკარგები აქვთ.

ხერსონი ოკუპირებული ყირიმის სიახლოვეს, ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით მდებარეობს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხიდს უკრაინული მხარე აკონტროლებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი