ახალი ამბები

აქცია კანცელარიასთან უკრაინის სოლიდარობისა და ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნით

25 თებერვალი, 2022 • 4374
აქცია კანცელარიასთან უკრაინის სოლიდარობისა და ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნით

მთავრობის ადმინისტრაციასთან უკრაინის მხარდასაჭერის გამოსახატად და ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებების გასაპროტესტებლად აქცია გაიმართა.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის აზრს არ გამოხატავს.

ამასთან, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ლეიბორისტული პარტია, ითხოვს, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობიდან გადადგეს.

ლეიობორისტული პარტიის წევრის, მიხეილ ქუმსიშვილის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინას „ზურგში დანას“ არ უნდა ურტყამდეს.

„მსოფლიოს უნდა დავანახოთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არ ლაპარაკობს ქვეყნის სახელით, რომ ეს ადამიანი საერთოდ არც არის ლეგიტიმური ხელისუფალი, არჩევნების გაყალბების გზით არის ქვეყნის ხელისუფლებაში მოსული. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც მრავალწლიანი მეგობრობა გვაკავშირებს უკრაინასთან, რომლებსაც მრავალწლიანი ბრძოლა გვაკავშირებს რუსეთთან. ჩვენ ყველანი ვდგავართ დღეს აქ და ვამბობთ, ამ ქვეყანაში უმრავლესობაში არიან ადამიანები, რომლებიც გამოხატავენ უკრაინის მიმართ მხარდაჭერას, სოლიდარობას და ამ სამარცხვინო არსებას არასდროს აღიარებენ ქვეყნის პირველ პირად“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2022/02/samxedro-1.jpg

https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2022/02/samxedro-2.jpg

https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2022/02/samxedro-3.jpg

მასალების გადაბეჭდვის წესი