ახალი ამბები

გამოდით დღეს ქუჩაში და დაიცავით საკუთარი თავისუფლება – სამადაშვილი მოქალაქეებს

25 თებერვალი, 2022 •
გამოდით დღეს ქუჩაში და დაიცავით საკუთარი თავისუფლება – სამადაშვილი მოქალაქეებს

“ლელოს” პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი საზოგადოებას მოუწოდებს, რომ დღეს, 25 თებერვალს, 7 საათზე ,მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრების შემდეგ პარლამენტთან გადმოინაცვლონ და საკუთარი და ქვეყნის თავისუფლება დაიცვან.

ამის შესახებ სამადაშვილმა მას შემდეგ განაცხადა, რაც “ქართულმა ოცნებამ” უკრაინასთან დაკავშირებით ჩანიშნული რიგგარეშე სხდომა ჩაშალა.

სამადაშვილის თქმით, დღეს, როცა წყდება საქართველოს და თითოეული მოქალაქის თავისუფლების ბედი, სახელმწიფოს ისეთი ხელისუფლება ჰყავს, რომელმაც ქვეყანა “ფაქტიურად რუსეთს ჩააბარა”.

“ელოდებიან, უბრალოდ, ფორმალურად როდის ჩაბარდებიან და ქართული სახელმწიფო დროშა ფეხქვეშ გათელეს, მათ შორის, დღეს. ფეხქვეშ გათელეს ჩვენი კონსტიტუცია და, რა თქმა უნდა, ჩვენი პარლამენტის რეგლამენტი.

ამიტომ ჩემი მოწოდება არის ქართველი ხალხის მიმართ, ქართულ ოცნებასთან ლაპარაკს აზრი არ აქვს. გამოდით ქუჩაში და დაიცავით საკუთარი თავისუფლება.

როგორც გუშინ ძალიან ბევრი ადამიანი გამოვიდა და მადლობას ვუხდი მათ, დღესაც, 7-ზე კანცელარიასთან არის შეკრება და კანცელარიასთან შეკრების შემდეგ პარლამენტთან უნდა გადმოინაცვლოს ქართველმა ხალხმა და საკუთარი სათქმელი უთხრას ამ ხალხს. იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი საერთო ეროვნული სირცხვილი და ტრაგედია.

მასალების გადაბეჭდვის წესი