ახალი ამბები

არავის აქვს უფლება, სხდომათა დარბაზის კარი არ გაგვიღოს – ბოტკოველი

25 თებერვალი, 2022 •
არავის აქვს უფლება, სხდომათა დარბაზის კარი არ გაგვიღოს – ბოტკოველი

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გიორგი ბოტკოველის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ “ოცნება” უკრაინაზე რიგგარაშე სხდომის ჩაშლას აპირებს, ოპოზიცია სხდომათა დარბაზში მაინც შევა და უკრაინის მხარდაჭერას გამოხატავს.

მისი თქმით, არავის აქვს უფლება, რომ დარბაზი არ გააღოს.

“ის, რომ დღეს “ქართული ოცნება” არ აპირებს დარბაზში შესვლას, ეს არის სირცხვილი, ღალატი საკუთარი ქვეყნის მიმართ. ეს არის ღალატი იმ ახალგაზრდების მიმართ, რომლებიც გუშინ მრავლად იდგნენ საქართველოს პარლამენტის წინ.

მე მინდა მოვუწოდო უმრავლესობის თითოეულ წევრს, თქვენი არმოსვლა დღეს დარბაზში ნიშნავს საკუთარი ქვეყნის ღალატს. უკრაიანის მხარდაჭერაზე უარის თქმა არის საკუთარი ქვეყნის მხარდაჭერაზე უარის თქმა.

ჩვენ რეზოლუციის ტექსტის გაცნობას ვაპირებდით დარბაზში და არავის არ აქვს უფლება, დარბაზის კარი არ გააღოს, სხდომა ჩანიშნულია 12 საათზე პრეზიდენტის განკარგულებით და სხდომა უნდა გაიხსნას და მოვლენ-არმოვლენ, ეს მათზეა დამოკიდებული. ისინი აპირებენ, რომ ქვორუმი არ შედგეს, თუმცა ჩვენ ყველა ვაპირებთ ვიყოთ იმ დარბაზში, საიდანაც მკაფიოდ გავაჟღერებთ მხარდაჭერას”,- განაცხადა ბოტკოველმა.


„ქართულმა ოცნებამ“ ჩაშალა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა უკრაინაის საკითხზე. მანამდე ამ სხდომის გამართვისკენ პარლამენტს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც მოუწოდა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, სხდომას უმრავლესობის 82 დეპუტატიდან არცერთი არ დაესწრება. დარჩენილი 61 ოპოზიციონერი დეპუტატი კი ვერ შეკრავს ქვორუმს, ანუ ვერ მოაგროვებს 76 ხმას.

როგორც პაპუაშვილი მბობს, ოპოზიციის მიერ რიგგარეშე სხდომის მოთხოვნა არა უკრაინისადმი სოლიდარობის გამოცხადება, არამედ „უკრაინის საკითხის შიდაპოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი