ახალი ამბები

იაკობაშვილი კონფლიქტებზე სტარტეგიის საზოგადოებისათვის გაცნობას განაგრძობს

5 მარტი, 2010 • 1113
იაკობაშვილი კონფლიქტებზე  სტარტეგიის საზოგადოებისათვის გაცნობას განაგრძობს

 ვაშინგტონის უნივერსიტეტის  შემდეგ, საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში, თემურ იაკობაშვილმა  კონფლიქტების მოგვარების ახალი სტრატეგია  ქართულ აუდიტორიასაც გააცნო.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ „დებატები საჯარო პოლიტიკაზე“, თემურ იაკობაშვილთან ერთად, საქართველოს ელჩი აშშ–ში, ბათუ ქუთელია და პოლიტოლოგი, არჩილ გეგეშიძე მონაწილეობდნენ.   

სახელმწიფო მინისტრმა საზოგადოებას კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებით სახელმწიფო სტრატეგია გააცნო და ისაუბრა ამ სტრატეგიის პრინციპებზეც. 

 „ეს ის თემაა, რომლის დავიწყებაც ძალიან უნდათ ევროპაში. რადგან სათანადოდ ვერ დაგვეხმარნენ თავის დროზე, მაგრამ ჩვენ არ უნდა დავავიწყოთ მათ ეს პრობლემა და ჯერჯერობით გამოგვდის კიდეც“, –აღნიშნა მინისტრმა.

როგორც იაკობაშვილმა თქვა, სტრატეგია ხუთი სახელმწიფოს დედაქალაქს: ლონდონს, პარიზს, ვაშინგტონს, ბერლინს და ანკარას უნდა გააცნონ. მისი თქმით, ამ სტრატეგიას ამ ქვეყნებში უკვე ბევრი იცნობს, რადგან  ამ ქვეყნების და საერთაშორისო ინსტიტუტების როლიც დიდი იყო მის შექმნაში.“ ჩვენი მიზანია ასევე, გავაცნოთ სტრატეგია ამ ქვეყნებში მედიის წარმომადგენლებს, სამოქალაქო სექტორს“, –თქვა იაკობაშვილმა.

„როცა ევროპელ კოლეგებს გააცანით ეს სტრატეგია, რა შენიშვნები ჰქონდათ მათ“?–იკითხა ერთ–ერთმა სტუდენტმა.

იაკობაშვილი:  ჩემდა სამწუხაროდ არ ყოფილა შენიშვნები და ყველას ძალიან მოეწონა ის. ჩემდა სამწუხაროდ კი, იმიტომ რომ ყველას ძალიან დიდი მოლოდინი აქვს. 

–„რატომ შევთავაზეთ ეს სტრატეგია ახლა, ხომ არ არის დაგვიანებული“?

რაზეც მინისტრმა უპასუხა, რომ ის ახლაა მინისტრი და  ადრე არ ყოფილა, თან ადრე რუსეთს ასეთი მკვეთრად გამოხატული პოზიციები და ზრახვები არ ჰქონია.

–„ანკარა რომ ახსენეთ, როგორ ფიქრობთ, რამდენადაა ის საიმედო პარტნიორი“?

–„საერთოდ, თურქეთი არაპროგნოზირებადია, თუმცა საქართველო მისი ერთადერთი მეზობელია, ვისთანაც დალაგებული ურთიერთობა აქვს“.  შემდეგ მინისტრმა თურქეთის მრავალსექტორულ ინტერესებზეც ისაუბრა რეგიონში,– „არც ანკარის ინტერესებია ანკარა, მას ბევრი რამე აინტერესებს: შავი ზღვა, სოჭის ოლიმპიადა, ეკონომიკური საკითხები და ა.შ.

კითხვა ტერმინოლოგიასთან დაკავშირებითაც დაისვა, რაზეც იაკობაშვილმა უპასუხა, რომ სიტყვა “ოკუპირებული” უკვე ფართოდ იხმარება ამ გაგებით და სეპარატისტულს, ან სხვა მსგავსს სიტყვებს ჯობია.

ბოლოს მინისტრმა დევნილების დაბრუნების თემაც განიხილა, მაშ შემდეგ, რაც დარბაზიდან ჰკითხეს, თუ როგორ  და როდის წარმოუდგენია მას მათი დაბრუნება საკუთარ სახლებში.

„მათი დაბრუნება უნდა მოხდეს სამი ძირითადი პრინციპის გათვალიწინებით: .ნებაყოფლობით , უსაფრთხოდ და ღირსეულად.  ჩვენ უნდა ვიყოთ პასუხისმგებელი მათ უსაფრთხოებაზე იქ. ჯერ ყველა პირობა უნდა შევუქმნათ მათ ამისთვის, –აღნიშნა მინისტრმა.

ამავე თემაზე:

კონფლიქტების მოგვარების ახალი სტრატეგია

საქართველო კონფლიქტებთან დაკავშირებით სტრატეგიას გაეროს გააცნობს

ახალი სტრატეგია კონფლიქტურ რეგიონებზე

ანდრო ბარნოვი ხელისუფლების ახალ სტრატეგიაზე

გადამწყვეტი ბრძოლა კავკასიისთვის

“აფხაზები და ოსები თავს ოკუპირებულებად არ თვლიან”

მასალების გადაბეჭდვის წესი